სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ე.წ. ზეემკას დასახლებაში, დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე, სადაც ძირითადად ავტოფარეხები იყო. 80 ავტოფარეხი დაიშალა ამ პროექტის განხორციელების მიზნით. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს პროექტი, პირველ რიგში, მათთვის კეთდება, რომ ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათი შვილები, შვილიშვილები და თვითონაც დაისვენებენ, განიტვირთებიან. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და მოხარული ვარ, რომ ამ დასახლებაში ასეთი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და სასეირნო ბილიკები, ასევე განთავსდება ფანჩატურები. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.

სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის დასრულება 2025 წლის ზაფხულში იგეგმება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება