საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა თურქმენეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორსო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტმა მიქაელ მალანიამ თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტში (აშხაბადი) გამართულ „ინფორმატიკის II ღია საერთაშორისო ოლიმპიადაზე (OIOIUS-2024) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, OIOIUS-2024-ში მონაწილეობა მიიღო სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა შალვა დავითაშვილის, მიქაელ მალანიას, ლაშა იაკობიძის, ნოდარ და გიორგი ალექსაშვილების შემადგენლობით. სტუ-ის გუნდს იმს ფაკულტეტის დოქტორანტი თორნიკე ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდს საერთაშორისო ოლიმპიადაში მოპოვებულ წარმატებას ულოცავს.

როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობით სტუდენტები არა მხოლოდ იღებენ ინფორმაციას მეცნიერების უახლესი მიღწევების შესახებ, არამედ მსგავსი აქტივობები მათ უხსნის სამომავლო ერთობლივი კვლევებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელების გზებს, გამოცდილების გაცვლისა და კოლაბორაციების გაღრმავების შესაძლებლობებს.

აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში 18 ქვეყნის - მათ შორის, საქართველოს, გერმანიის, თურქეთის, რუმინეთის, კატარის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის - 52 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 350 სტუდენტი მონაწილეობდა.

„II ღია საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში - OIOIUS-2024“ ორ ეტაპად, კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამირების მიმართულებით წარიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტმა მიქაელ მალანიამ ორივე ტურში წარმატებით იასპარეზა და ოლიმპიადის 350 მონაწილე სტუდენტს შორის მე-2 ადგილზე გავიდა, შესაბამისად, ვერცხლის მედალი და მე-2 ხარისხის დიპლომი მოიპოვა.

„OIOIUS-2024-ის პირველ ეტაპზე, რაც კიბერუსაფრთხოებას მოიცავდა, მოცემული დავალების შესაბამისად, ვინდოუსის სისტემაში, კონკრეტულ ფოლდერებში უნდა აღმოგვეჩინა ვირუსები და ამასთან ერთად, სხვადასხვა მოდიფიკაცია ჩაგვეტარებინა. მეორე ეტაპზე კი, რომელიც პროგრამირებას ეხებოდა, განსხვავებული სირთულის 4 ამოცანა უნდა ამოგვეხსნა. დავალების სწორად შესრულება ითხოვდა შესაბამისი სპეციფიკური ალგორითმების მორგებას, რათა ტექსტირების შემდგომ სწორი პასუხები მიგვეღო. მოხარული ვარ, რომ ორივე ეტაპს თავი ნორმალურად გავართვი და ჩვენს საუნივერსიტეტო გუნდს ოლიმპიადაზე წარმატება მოვუტანე“, - აღნიშნავს სტუ-ის მაგისტრანტი მიქაელ მალანია.

როგორც სტუ-ის სტუდენტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, დოქტორანტი თორნიკე ჯაფარიძე აღნიშნავს, OIOIUS-2024-ის ფარგლებში სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული აქტივობები გაიმართა, რომელზეც მონაწილე ახალგაზრდებმა, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს.

მისივე თქმით, ოლიმპიადის მონაწილეებმა ინფორმატიკისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს უახლესი ტენდენციები და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს