ბელარუსი აცხადებს, რომ ლიეტუვის ტერიტორიიდან მინსკზე დრონებით თავდასხმა აღკვეთა

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ბელარუსმა ლიეტუვის ტერიტორიიდან მინსკზე დრონებით თავდასხმა აღკვეთა.

„სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, ახლახან უსაფრთხოების არაერთი ზომა მიიღო, რამაც ლიეტუვის ტერიტორიიდან მინსკსა და მის შემოგარენში მდებარე ობიექტებზე საბრძოლო დრონების თავდასხმის აღკვეთა შესაძლებელი გახადა“, - განაცხადა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ივან ტერტელმა.

ტერტელმა აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის გაზიარება ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის.

ლიეტუვის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გინტაუტას ციუნისმა ტერტელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მალევე უარყო.

„100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ეს დეზინფორმაციაა. უაზრობაა, რომ ლიეტუვა ბელორუსზე დრონის გამოყენებით თავდასხმას განახორციელებდა, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ“, - განაცხადა გინტაუტას ციუნისმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება