ევროპარლამენტი მოუწოდებს, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციები, სააკაშვილის გათავისუფლება, შეფასდეს „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, გააუქმოს კანონი „ლგბტქ+“ უფლებების შეზღუდვაზე

ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ დღეს მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

„ევროპარლამენტი გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შესრულებულ პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთ მცდელობაში, შეარყიოს დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსი რუსეთისკენ მიბრუნების სასარგებლოდ, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და მისი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობისთვის.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოს მიმართ, განიხილოს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება; მოუწოდებს კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება განაპირობოს ამ კანონის საქართველოს სამართლებრივი დღის წესრიგიდან ამოღების პირობით, მისი მიღების შემთხვევაში“, - აღნიშნულია რეზოლუციის შესწორების ტექსტში.

ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და მოუწოდებს მას მიიღოს და განახორციელოს რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, როგორც ამას საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ითხოვს. ამ კუთხით, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა; ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო უსვამს ხაზს მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს კომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების ნიშნულის შესრულებაზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია.

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ.

„საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა განზრახვა წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიანთა ურთიერთობების ხელშეწყობის კრიმინალიზაციას ახდენს, რუსეთის „LGBTQ+ პროპაგანდის“ წესების მსგავსად; ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს კანონი და კანონი, რომელიც ზღუდავს ლგბტქ+ უფლებებს, შეწყვიტოს ყოველგვარი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე და უზრუნველყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის რეალური ხელშემწყობი გარემო“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა