ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) დასაქმების პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა 40-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტებს, KIU-ს ტრენინგ პროგრამების კურსდამთავრებულებს, თავის მხრივ წარედგინათ საკუთარი კომპანია და გაეცნოთ მათ კომპანიაში არსებული დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები.

„KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. წელს უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება.

ფორუმზე ორგანიზაციების გამოფენის პარალელურად, გაიმართა სხვადასხვა სემინარი და პრეზენტაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა - კარიერული ტენდენციები ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში; საბანკო სექტორი, როგორც დამსაქმებელი; დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები; მომავლის პროფესიები და კონტაქტების დამყარების ძალა.

ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ICT ასოციაცია და საქართველოს საბანკო ასოციაცია. ფორუმის ფარგლებში, KIU-სა და ICT ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოყალიბდეს სამეწარმეო უნივერსიტეტად და იყოს ინოვაციების მამოძრავებელი ძალა, მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები და ადამიანური კაპიტალი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

KIU არის საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ““,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო