კახა კალაძე - დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას - დავეხმარებით ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა „კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია საქართველოს სუვერენიტეტი.

„უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა ქვეყანაში და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

"საქართველო უპირველეს ყოვლისა!", - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს