პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

საკანონმდებლო ორგანოსთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია - „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.

პარლამენტთან შეკრებილი ახალგაზრდები საპროტესტო მსვლელობას დღესაც გეგმავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე “ენერგიით მივიდნენ”.

„მიმდინარე აქციებს ყველა დიდი რესურსითა და მუხტით უდგება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური რესურსი ყველას გვაქვს, აუცილებელია, კანონპროექტის მეორე მოსმენამდე ენერგიით მივიდეთ. პროტესტი დროდადრო სპონტანურად იგეგმება, ვაპირებთ მსვლელობასაც. ჩვენი მიზანი ისევ მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტია, გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ და კანონის ჩარჩოში ვიქნებით”, - განაცხადეს აქციაზე.

პარლამენტთან იმყოფებოდა მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება