პოლიციამ ახალგაზრდებს, რომელთაც რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი, გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც ხმაური მოჰყვა

აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილის “ხელოვნურად გადაკეტვა შეეწყვიტათ” და პარლამენტთან, ტროტუარზე გადაენაცვლათ.

სამართალდამცავების განცხადებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებისთვის ჯარიმა 5000 ლარია.

ასევე, მათი თქმით, იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ეცდებიან და მათთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

“მოგიწოდებთ გადაბრძანდეთ გზის სავალი ნაწილიდან, რადგან მისი გადაკეტვის საჭიროება, ამ შემთხვევაში, არ არის. ეს ყველაფერი, თქვენი რაოდენობიდან გამომდინარეა“, - მიმართა სამართალდამცავმა აქტივისტებს, რასაც აქციის მონაწილე ახალგაზრდების მხრიდან პასუხი მოჰყვა:

“რამდენი უნდა ვიყოთ, რომ გზა, თქვენი ინტერპრეტაციის მიხედვით, ხელოვნურად არა და ბუნებრივად გადავკეტოთ?”, - უპასუხა სამართალდამცავს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

“ვერ უნდა ეტეოდეთ პარლამენტის წინ მდებარე ტროტუარზე. ახლა რასაც თქვენ აკეთებთ, ეს დარღვევაა. თუ ორგანიზატორი ხართ, ამ ხალხს მოუწოდეთ, რომ გზის სავალი ნაწილი დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ეს ორგანიზატორებისთვის 5 000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს. მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირებისა, ვინც გზას ხელოვნურად კეტავს და შესაბამისად, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს”, - განაცხადეს სამართალდამცავებმა.

საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის მონაკვეთი გაათავისუფლეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის