იენს სტოლტენბერგი - ჩვენ დავუშვით შეცდომა, როდესაც დამოკიდებული გავხდით რუსულ ნავთობსა და გაზზე - ეს შეცდომა ჩინეთთან არ უნდა გავიმეოროთ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას ჩინურ რესურსებზე დამოკიდებულება, როგორც ეს ადრე რუსეთის ნავთობისა და გაზის შემთხვევაში იყო.

„წარსულში ჩვენ დავუშვით შეცდომა, გავხდით რა დამოკიდებულები რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს შეცდომა ჩინეთთან. მის ფულზე, ნედლეულზე, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება დაუცველებს გვხდის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუკი სურს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს კრიტიკულად სჭირდება მხარდაჭერა ჩინეთისგან, რომელიც მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მაღალტექნოლოგიური საქონლის, განსაკუთრებით ნახევარგამტარების მიწოდებით, ამარაგებს.

„რუსეთმა შარშან მიკროელექტრონული საშუალებების 90%-ის იმპორტი ჩინეთიდან განახორციელა, რომელიც გამოიყენება რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების დასამზადებლად. ჩინეთი ასევე მუშაობს რუსეთს სატელიტური შესაძლებლობების გაუმჯობესების უზრუნველყოფაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ჩინეთმა განაცხადა, რომ სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთან, თუმცა, შეუძლებელია, „ასაზრდოო რუსეთის ომი და კარგი ურთიერთობა გქონდეს დასავლეთთან“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება