სალომე სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო - ეს შესაძლებელია, თუ წევრი ქვეყნების ნაწილიც დაუჭერს მხარს

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ საქართველოს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდეს.

როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არ სჭირდება და ქვეყნების ნაწილის მხრიდან ხმის მიცემაც საკმარისი იქნება.

"ბევრი ადამიანი მეკითხება, რამდენად რეალურია გაუქმდეს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი?

1. ტექნიკურად შესაძლებელია, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილიც კი დაუჭერს მხარს - ანუ ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო.

2. რუსეთი მრავალი წელი უშედეგოდ ცდილობდა უვიზო რეჟიმი მიეღო, მაგრამ მხოლოდ გამარტივებული სავიზო რეჟიმი მისცეს და ისიც გაუქმდა, უკრაინაზე თავდასხმის გამო. რიგმა ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსებზე ვიზის გაცემაც.

3. სახელმწიფოს ნაცვლად რუსი ოლიგარქების სამფლობელოდ და სანქცირებული რუსული ფულის "სარეცხავ" დაწესებულებად გადაქცეულ საქართველოს რატომ შეუნარჩუნებს ვინმე უვიზო მიმოსვლას?

ამიტომ დიახ, სავსებით შესაძლებელია…მაგრამ არა ხვალ ან ზეგ, დრო გვაქვს-ოქტომბრამდე მაინც, იმედია…

სწორ არჩევანს გააკეთებს ხალხი, ვიცი. არც სამუდამოდ გადასახლებას ფიქრობს უმრავლესობა“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან" დაკავშირებით ჩანაწერს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

„საზოგადოებას მინდა მივმართო - არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ“,- განაცხადა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო