გრუნი-ს პრორექტორი საკუთარ როლს ეროვნული ბანკისა და სავალუტო ფონდის ურთიერთობების აღდგენაში ხედავს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 28 განაცხადი შევიდა, მათ შორის შერჩეული 8 კანდიდატიდან ერთ-ერთი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაიაა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ვახტანგ ჭარაიას ამბიცია, გახდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გამყარებულია მრავალწლიანი და მრავალფეროვანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებით, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ჰარვარდის ბიზნესსკოლასთან, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და მრავალ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რასაც თან ერთვის მისი მენეჯერული და საექსპერტო საქმიანობის გამოცდილებაც.

„პროფესორი ჭარაია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკისთვის ის, შესაძლოა, მრავალმხრივ იყოს გამოსადეგი ფინტექტექნოლოგიების ხელშეწყობის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებისა თუ სხვა მიმართულებებით არსებული კომპლექსური გამოცდილების საფუძველზე.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ მისი და ტრეიდერთა ჰაბის მიერ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განხორციელებული ინიციატივა, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის სასწავლო კურსი, რომელსაც საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგი არ გააჩნია, უკვე პასუხობს სებ-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მისიას, კერძოდ, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობას.

გასაუბრების შედეგები, კომისიის მტკიცებით, 2-3 დღეში გახდება ცნობილი. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების სია, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტს გადაეცემა დასამტკიცებლად.

წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ვახტანგს!“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება