ირაკლი ქადაგიშვილი - მომავალი პარლამენტისთვის გადასახადი იქნება პარლამენტში თანამდებობის პირებთან ურთიერთობის საკითხი, რათა უფრო დინამიური გახდეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის თანამდებობის პირებთან ურთიერთობის საკითხი გადასახადი იქნება, რათა “უფრო დინამიური გახდეს“.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოისმინა ინფორმაცია 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, პარლამენტის კომიტეტებში თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლით, რომელიც კომიტეტების სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებას არეგულირებს, არც ერთ კომიტეტს სხდომაზე თანამდებობის პირების მოწვევის გადაწყვეტილება არ მიუღია, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევა არც ერთ ფრაქციას არ მოუთხოვია და თავად არც ერთ თანამდებობის პირს არ მოუმართავს პარლამენტის კომიტეტებისთვის მოსმენის მოთხოვნით.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ალბათ, მომავალი პარლამენტისთვის გადასახადი იქნება პარლამენტში თანამდებობის პირებთან ურთიერთობის საკითხი, რათა უფრო დინამიური გახდეს. არის უამრავი ფორმა და საშუალება, რასაც ხშირ შემთხვევაში პარლამენტი არაეფექტურად იყენებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს