ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციას (ICT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სულაბერიძემ.

„მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაცია ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სხვა პროგრამების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, USAID-ის დაფინანსებით შექმნილი კიბერუსაფრთხოების ტრენინგ პროგრამების განვითარების კუთხით. მემორანდუმის ფარგლებში ორგანიზაციები ითანამშრომლებენ საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) დარგების პოპულარიზაციის მიზნით, ხელს შეუწყობენ რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება KIU-ს პირველი დასაქმების ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას 40 ორგანიზაციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი და 300-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. წელს უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოყალიბდეს სამეწარმეო უნივერსიტეტად და გახდეს ინოვაციების მამოძრავებელი ძალა, მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები და ადამიანური კაპიტალი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

KIU არის საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება