საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ქართულ-ყაზახური ეკონომიკური კავშირების 2006-2023 წლის კრებსითი სტატისტიკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით „თიბისი კაპიტალი“ უკვე მეოთხე წელია ამზადებს.

შეხვედრაზე „თიბისი კაპიტალის“ მკვლევარმა ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს. პრეზენტაციისას დეტალურად განიხილეს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებები, სადაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები.

პრეზენტაციაში, ასევე, მიმოხილული იყო საქართველო-ყაზახეთის ექსპორტი და მისი პოტენციალი, საუბარი შეეხო ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით რე-ექსპორტსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს. შეხვედრაზე დეტალურად განხილეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებისა და შუა დერეფნის როლის მნიშვნელობა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ „თიბისი კაპიტალმა“, საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რის საფუძველზეც საკმაოდ მნიშვნელოვან მაჩვენებლებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს გავეცანით. ყაზახეთთან ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის პრიორიტეტია, მით უფრო, როდესაც შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანია“,- განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება