ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა, მთავარი სწორედ ქვეყნის განვითარებაა

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს ზესტაფონის შემოვლითი 9-კილომეტრიანი გზა გაიხსნა, რომელიც მგზავრობის დროს დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს.

მისივე თქმით, შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვანია ასევე ქალაქისთვის, რადგან ქალაქს განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცემა.

„გრძელდება სამუშაოები. რიკოთის პროექტი არის ნამდვილად ისტორიული პროექტი, სათანადო ვადებში, სათანადო ხარისხით გრძელდება ამ სამუშაოების წარმოება და საბოლოო მიზანი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელი მაგისტრალის ბოლომდე გახსნა. სათანადო დროში გაკეთდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები საზოგადოებისთვის, ეს არის რაც აინტერესებს საზოგადოებას, ეს არის განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის სოციალური განვითარება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ საკითხებს მიექცეს სერიოზული ყურადღება.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხსენით ასევე 9-კილომეტრიანი გვირაბი და მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით. როგორც ჩანს, უმალავენ ხალხს, რომ მაგალითად, იგივე ზესტაფონის შემოვლითი გზა იხსნება, შეიძლება, ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ, ეს ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად, ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს