საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა („ტექინფორმი“), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის (ASTI) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება FAO-ს სათავო ოფისში, რომში (იტალია) გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის, მარიამ რაზმაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი „ვორქშოპი“, რომელსაც ესწრებოდნენ FAO-ს სტატისტიკის სამმართველოს (ESS), ინოვაციების ოფისის (OIN), კვლევითი ცენტრის NARI-სა და სტატისტიკის ოფისის (NSO) ექვსი ქვეყნის თორმეტამდე მონაწილე. ასევე, ღონისძიების მონაწილე ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელსაც „ტექინფორმი“ უხელმძღვანელებს.

„ორდღიანი ინტენსიური "ვორქშოპი" საკმაოდ ნაყოფიერად ჩატარდა. განვიხილეთ სოფლის მეურნეობაში ინდიკატორების გამოვლენის მეთოდოლოგია და ინსტიტუციონალიზაციის გზები, რომელიც ASTI-ის მიერაა შემუშავებული. ასევე, ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა მივიღეთ ინფორმაცია, ეროვნულ დონეებზე სტატისტიკური და სამეცნიერო მონაცემების დათვლისა და დამუშავების მოდელების შესახებ და გამოიკვეთა საუკეთესო მაგალითები. საპილოტე პროექტის შესასრულებლად, შეხვედრის მონაწილე ქვეყნებში განსახორციელებლად დავსახეთ ერთობლივი ამოცანები. ამ საპილოტე პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „ტექინფორმის“ ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანი და დროულია. ინსტიტუტი, როგორც ქვეყნის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების სამსახური, ეროვნულ დონეზე უხელმძღვანელებს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას და ანალიტიკური მონაცემების დამუშავებას“, - აცხადებს მარიამ რაზმაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება