პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ საკრებულოში კარტოფილი და ხახვი მიიტანა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ კარტოფილი და ხახვი მიიტანა.

მისივე თქმით, საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები კარტოფილით და ხახვით არიან ხელისუფლებაში მოსულები.

„საჯარო მოხელეები არიან თქვენი ხელისუფლების მსხვერპლი და თქვენ დაშინებული და დაგეშილი, რომ „ვაიმე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ მობრუნდეს“. თქვენც მსხვერპლი ხართ ოღონდ წინა ხელისუფლების… რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას ერთი გამაერთიანებელი ნიშანი გექნებათ, ორივენი იქნებით სისტემის მსხვერპლი. იცით, ყველაზე ცუდი რა არის? ღმერთის სახელით ჩადიხართ ხალხი უღმერთობას.

რომელ სარწმუნოებაზე მელაპარაკებით, თამაზ გინტური სალოცავში მოგიკლეს, ეკლესია აგიჭედეს და ერთი სიტყვა არ გითქვამთ რუსეთის წინააღმდეგ. ახლა კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, რომელ მამულს იცავთ? თუ მამული თქვენთვის ღარიბაშვილმა ცოლს ტყე რომ აჩუქა, მხოლოდ ის არის, თუ პაპუაშვილმა რომ ჰექტრები გადაიფორმა 1 ლარად, ეგ არის მამული?“ - განაცხადა ნინო წულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს