განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა და ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა, თორნიკე ბაქაქურმა, მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ყოველწლიურ ფორუმში, რომელიც გაიმართა გერმანიის ფედერაციაში, ქალაქ ჰანოვერში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა, თორნიკე ბაქაქურმა, ფორუმზე დამსწრე პირებს მოხსენება წარუდგინა - ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების გავლენის კვლევასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ფორუმის მიმდინარეობისას საკუთარი პრაქტიკები სხვადასხვა თემაზე გააზიარეს ხარისხის უზრუნველყოფის სხვა სააგენტოებმაც.

ფორუმის ფარგლებში ENQA-ს წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: უმაღლესი განათლების ტრანსნაციონალური განზომილება, ხარისხის უზრუნველყოფის შემდგომი შეფასებები და საჩივრების განხილვის სპეციფიკა, ბოლონიის სისტემის დახვეწა ტირანას მინისტერიალის მოლოდინში, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სამომავლო შესაძლებლობები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ღონისძიებებზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების, საუკეთესო მაგალითებისა და გამოცდილების გაზიარებისა და გათვალისწინების თვალსაზრისით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება