მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე - როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

შეცდომაში მათ შეჰყავთ საზოგადოება, როდესაც საზოგადოებას ემუქრებიან იმით, რომ ევროკავშირმა შეიძლება სავიზო რეჟიმი გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის შეცდომაში შეყვანა, როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოსდა მას შეუძლია როგორც რუსეთი აკეთებს, რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ასე გამოიყენოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას თქვა.

ბოჭორიშვილმა განმარტა, თუ რა საფუძვლები და პროცედურებია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის საჭირო. მისი თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, როდესაც კონკრეტული დაინტერესებული პირების მხრიდან ასე მარტივად ხდება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბარი და საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად მისი განხილვა.

„ევროკავშირი ეფუძნება იმ წესებს, რომლებიც შეთანხმებულია წევრ ქვეყნებს შორის და ეს წესები გაწერილია ზუსტად იმ დოკუმენტებში, რომლებსაც მხოლოდ ნაწილობრივ აფრიალებენ, თუმცა, არავინ ააშკარავებს, რა საფუძვლებია განსაზღვრული იმისათვის, რომ თუნდაც ის პროცედურა დაიწყოს ევროკომისიამ და დაიწყოს საკითხის შესწავლა. ერთი, რომ უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის დასაბუთებული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მას, მის უსაფრთხოებას ექმნება მიგრაციის საფრთხე, ან ჩვენს ქვეყანასთან არ აქვს სათანადო თანამშრომლობა და ეს უქმნის მის უსაფრთხოებას საფრთხეს და გაზრდილია კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებით საქართველოდან მომდინარე საფრთხეები. ამის საფუძველზე უკვე ევროკომისიას შეუძლია საკითხის შესწავლა, თუმცა, შეჩერების მექანიზმი არის ის ბოლო ინსტანცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქვეყანა არ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმ საფრთხეების აღმოფხვრის კუთხით, რასაც რომელიმე წევრი ქვეყანა გააჟღერებს, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რომლის მექანიზმის ამუშავების პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები ყველა წევრი სახელმწიფოდან და როდესაც მზადდება წინაპირობები, რასაც ევროკომისია წარუდგენს უკვე შემდგომ საბჭოს და ევროპარლამენტს, შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება ჩვეულებრივი უმრავლესობით, რაზეც აპელირებენ. ეს არის სწორედ შეცდომაში შეყვანა, როდესაც ასე მარტივად აყენებ ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როგორც თითქოსდა პოლიტიკური ინსტრუმენტის საკითხს საქართველოს წინააღმდეგ",-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის