თინათინ ნიბლოშვილი - ხალხმა, რომელიც 29 აპრილს აქციაზე გამოვა, ეს ოპოზიცია ერთხელ უკვე დაამთავრა

საქართველოს მოქალაქეებო, რომლებიც 29 აპრილს აქციაზე მოსვლას აპირებთ, ოპოზიცია „ბნელებს“, „წარსულს“, „მოსყიდულებს“, „მონებს“ გიწოდებთ. დღეს კი საკრებულოს სხდომაზე ხახვი და კარტოფილი მოიტანეს და ამით კიდევ ერთხელ მოგაყენეს შეურაცხყოფა. ამას ოპოზიცია იმიტომ აკეთებს, რომ თქვენი ეშინია, რადგან თქვენ თავის დროზე დაამთავრეთ ყველა ის ადამიანი ვინც დღეს თქვენზე ამას ამბობს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თინათინ ნიბლოშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს უსამშობლო მანქურთები უწოდა.

„გასაგებია, რომ არ მოგწონთ ჩვენი სარწმუნოება, გძულთ მამული. მაგრამ ენა გვაქვს ძალიან მდიდარი, რომელშიც გვაქვს ერთი მაგარი სიტყვა - მანქურთი, ანუ უსამშობლო. დღეს თქვენ ყველანი კოლექტიური მანქურთები, უსამშობლო ადამიანები ხართ, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებთ მთლიანად ერს.

2017 წლიდან ვარ თბილისის საკრებულოს წევრი და არცერთ აქციაზე, არცერთ არჩევნებზე ჩვენი არცერთი თანამშრომლისთვის არ მოგვიწოდებია წასულიყო არჩევნებზე და ვინმესთვის მიეცა ხმა.

ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს, რომლებსაც მონებს, „ჩმორებს“, კარტოფილებს, ხახვებს ეძახით, როგორ გგონიათ, 29-ში არ მოვლენ ეს ადამიანები აქციაზე?! ამას იმიტომ აკეთებთ, რომ სწორედ თქვენ ხართ რუსები და თქვენ გყავთ პენსიონერებისთვის პენსიის მომპარავი ლიდერები. თქვენი

პატრიოტული მოწოდებები ყალბია, ამიტომაც არაფერი არ გამოგივათ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე