ნინო რუხაძე - ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონი  საერთო სამართლის წამყვან ქვეყნებში მოქმედებს

მაშინ, როცა ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონი საერთო სამართლის წამყვან ქვეყნებში მოქმედებს; იმ ფონზე, როდესაც ქართული კანონპროექტის ანალოგიის და უფრო მკაცრი მიდგომების კანონპროექტები ევროკავშირში განიხილება, რით ვერ დავიმსახურეთ ჩვენ, რომ მივიღოთ განმარტება, თუ რატომ არის კატეგორიულად მიუღებელი უფრო რბილი შინაარსის ქართული კანონპროექტი?, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნინო რუხაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გააკეთა.

ნინო რუხაძის განცხადებით, გულდასაწყვეტია ევროპარლამენტის მიერ 25 აპრილს მიღებული რეზოლუცია.

„რით ვერ დაიმსახურა ამ ქვეყანამ, რომ ჩვენი საკითხები არ განიხილებოდეს ზედაპირულად. რით ვერ დაიმსახურა ქართველმა ხალხმა, რომ არ გვთხოვდნენ იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებსაც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ოჯახების და ქვეყნის წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. კიდევ მაინტერესებს, თუ რატომ გაჩნდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი ჩანაწერი რეზოლუციის პროექტში? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს უნდა აღიარონ და პირდაპირ ჩაწერონ რეზოლუციებში“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება