გივი ჩხარტიშვილი - ერთად დავდგეთ მამულის, ენის და სარწმუნოების დასაცავად

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული რეზოლუციის მიღებით ოპოზიცია შეგულიანდა და დაიჯერა, რომ ეს რეზოლუცია რამის მთქმელია.

„გუშინ ევროპარლამენტის ბოლო შეკრება იყო. ორი თვის მერე იქ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვექნება, მაგრამ ამ რეზოლუციის მიღებით ოპოზიცია შეგულიანდა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროვოკაციაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროვოკაციას ქართველი ხალხი სწორად შეაფასებს“,- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზეც ისაუბრა და მოსახლეობას ერთად დგომისკენ მოუწოდა.

„29 აპრილს ჩვენ, ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაფერი ქართულია. ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ერთად დავდგეთ მამულის, ენის და სარწმუნოების დასაცავად“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება