პროექტის „დევნილი  ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ბათუმის დევნილთა მომსახურების ცენტრში პროექტი „დევნილი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 50-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ღია კონკურსით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩნენ.

პროექტში მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს, 2 თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ განივითარონ სამეწარმეო და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებითა და მიდგომებით, დაამყარონ კონტაქტები, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას ადგილობრივ ეკონომიკაში და თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან.

გახსნით ღონისძიებაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, პროექტის მონაწილეებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.

„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.

ჩვენ ვეცდებით, სხვადასხვა საშუალებით დავეხმაროთ მათ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული ახალგაზრდები გაიზრდებიან. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს და მჯერა, რომ თავიანთი საქმიანობით ხელს შეუწყობენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და რაც მთავარია, წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებაში“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს