ირაკლი ეძგვერაძე „ქართულ ოცნებას“ - სტუმარ-მასპინძელიც შეცვალეთ, ლადო ასათიანის ლექსიც გადააკეთეთ თქვენი პროპაგანდისტული სიტყვებით, მშობლებს შვილები დაუპირისპირეთ, ახალგაზრდებს უპირისპირდებით

სტუმარ-მასპინძელიც შეცვალეთ, ლადო ასათიანის ლექსიც გადააკეთეთ თქვენი პროპაგანდისტული სიტყვებით, მშობლებს შვილები დაუპირისპირეთ, ახალგაზრდებს უპირისპირდებით. 26 მარტს გაერთიანებული საქართველო ვერ აიტანეთ და შემოიტანეთ რუსული კანონი, რომელმაც ისევ დააპირისპირა საზოგადოება, გაყო ორ ნაწილად, ეს არის თქვენი დავალება, რომელიც მოდის რუსეთიდან, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ეძგვერაძის თქმით, ყველა ქვეყანა, ვისთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას იცავს, ყველა ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ უნდა მივიღოთ.

„26 მარტს ყველა ქართველისთვის იყო უბედნიერესი დღე, როცა ეროვნული ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენ ვხედავდით, როგორ გაერთიანდა მთელი ერი, როგორ ზეიმობდა მთელი ქვეყანა, როგორ ულოცავდნენ ერთმანეთს ქალი, კაცი, მოხუცი, ბავშვი, ყველა. ერთი კვირაც არ აცადეს ადამიანებს ეს ერთობა და ბედნიერება, რომ შეერგოთ. რას ემსახურება ეს რუსული კანონი? რუსული არის, არ არის, ამას ისტორია განსაზღვრავს, დრო დაარქმევს თავის სახელს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპარლამენტარები, ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი, 27 ქვეყნის ელჩი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყველა ჩვენი მეგობარი, ვისთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას იცავს, ყველა ამბობს, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ.

„ქართული ოცნება“ 12 წელია ხელისუფლებაშია და არცერთი ჯაშუში არ გამოუვლენია. ერთი ჯაშუში გამოავლინა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და იმასაც ყველამ ხელი გადააფარა და როცა კახეთში, ლავროვის შვილი დროს ატარებდა თავის მეგობრებთან ერთად, მე დამაკავეთ და 2000 ლარი ჯარიმა დამიწერეთ. მაშინ ჩაწერეთ ამ კანონში ვინ არის საქართველოს მტერი, განსაზღვრეთ ვისგან მოდის საფრთხე, რატომ არ წერთ ვისგან მოდის საფრთხე?

„ქართული ოცნება“ ხშირად ლაპარაკობს იდენტობაზე, ეროვნულობაზე, ქართველობაზე, სტუმარ მასპინძელი გადააკეთეთ, ვაჟა ფშაველაც გადააკეთეთ ჩვენო სტუმარ-მასპინძელი ხალხი ვართო, იქ ლავროვის შვილი ქეიფობსო ხომ არ გავაგდებთო? არ იცოდა ჯოყოლამ თავისი მტერი რომ იყო თორემ არ შეიყვანდა სახლში, ესეც გადააკეთეთ. ლადო ასათიანის ლექსიც გადააკეთეთ გმირობაზე და თავდადებაზე დაწერილი, მშვიდობაო და ოცნებაო ჩაამატეთ იქ თქვენი სიტყვები, პროპაგანდისტული სიტყვები. არ არის ეს კანონი რუსულიო ამბობთ, მთელ ახალგაზრდობას უპირისპირდებით, ბებიებს შვილიშვილებს უპირისპირებთ, მშობლებს შვილებს უპირისპირებთ.

ბევრი პარლამენტარის შვილი დავინახე აქციაზე და როგორ არის?! შვილებს დედების და მამების არ სჯერათ?“, - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება