ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ მუქარით აიძულებს ხალხს, რომ ჩამოვიდნენ 29 აპრილის შეკრებაზე და მონაწილეობა მიიღონ საქართველოს გასაბჭოებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია

„ქართული ოცნება“ ძალადობით და მუქარით აიძულებს ხალხს, რომ ჩამოვიდნენ თბილისში, 29 აპრილის შეკრებაზე და მონაწილეობა მიიღონ საქართველოს გასაბჭოებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ლელოს“ არ მიაჩნია სწორად, რომ 29 აპრილს, „როდესაც „ქართული ოცნება“ დაანონსებული შეკრებით პროვოკაციას აწყობს“, გასაპროტესტებლად რუსთაველზე გავიდეს.

„ჩვენი ამოცანა და მიზანი არასდროს არ არის საზოგადოების დაპირისპირება. ჩვენ რუსულ კანონს სწორედ ამიტომ ვუპირისპირდებით, რომ ის საზოგადოებაში გააჩენს ჩაუქრობელი კონფლიქტის წყაროს. ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტში ვინმესთან შესვლა. ხელისუფლებამ გადადგა პროვოკაციული ნაბიჯი ამ რუსული მარშით. ჩვენ არ გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არანაირი კონფლიქტი არ მოხდეს.

საზოგადოებას უფლება აქვს გამოხატოს პროტესტი, მაგრამ აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, როდესაც ხელისუფლება მიდის პროვოკაციულ ნაბიჯებზე ამ რუსული მარშის ორგანიზებით, შენც იქ მიხვიდე და დადგე. საზოგადოება რომ პროტესტს არ შეცვლის, არ გადაიფიქრებს და მის გამოხატვას გააგრძელებს, ეს ბუნებრივი ამბავია. ჩვენ სწორედ იმიტომ, რომ დაპირისპირება არ გვინდა, მაგ დღეს რუსთაველზე არ ვიქნებით. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და მე მგონი არც არავინ არ აპირებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ახლა არის დრო, როცა ყველა სამშობლოს გვერდით უნდა დადგეს და არა რომელიმე პარტიის.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გაბედეს ხმის ამოღება და გამიჯვნა საქართველოს გასაბჭოების სასტიკი გეგმიდან. ახლა არის ის დრო, როცა არა რომელიმე პარტიის ან ლიდერის, არამედ სამშობლოს გვერდით უნდა დადგეს ყველა ადამიანი. რაღაც მომენტის შემდეგ ეს წარსული იქნება და ვინც ჩაჰყვა „ქართულ ოცნებას“ რუსულ სპეცოპერაციაში ძალიან შერცხვებათ იმისა, რომ დადგნენ ისტორიის არასწორ მხარეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება