დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის საზღვაო ქვეითთა სარდლობის ინსტრუქტორებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების ტაქტიკური განყოფილებების 14 და სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 16 მოსამსახურეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ.

სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწავლება დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის საზღვაო ქვეითთა სარდლობის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის (42 CDO) ინსტრუქტორების ორგანიზებით განხორციელდა.

„სწავლება მოიცავდა: დანაყოფის საბრძოლო მედიკოსის ტრენინგს, აბორდაჟის პროცედურების ჩატარებას განსხვავებული ხილვადობის პირობებში, ახლო დისტანციაზე ბრძოლის ტაქტიკურ მანევრებს და საცეცხლე მომზადებას. კურსის მონაწილეებს თეორიული საკითხების პრაქტიკაში განხორციელების საშუალებაც ჰქონდათ. სწავლების დასასრულს, ტრენინგში მონაწილე პირადი შემადგენლობის შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარტკ კლეიტონმა, ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, სტივ ქუანთრილმა, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა რამაზ პაპიძემ და სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა პირებმა. აღნიშნული სწავლება რიგით მეორედ ტარდება საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებასა და სწავლებაში ჩართული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ტაქტიკური შესაძლებლობების გაზრდა-განვითარებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება