უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ ყველა ის უფლება აღდგება, რაც უნგრულ უმცირესობას 2015 წელს ჰქონდა, მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა შეიძლება შედგეს

თუ ყველა ის უფლება აღდგება, რაც უნგრულ უმცირესობას 2015 წელს ჰქონდა, მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა შეიძლება შედგეს, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

კითხვაზე შეიძლება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ერთმანეთს შეხვდნენ, პიტერ სიიარტომ უპასუხა, რომ შეხვედრა იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ უკრაინა უნგრული უმცირესობების უფლებებს აღადგენს.

„ჩვენი პოზიცია ნათელია: თუ ყველა ის უფლება აღდგება, რაც უნგრულ უმცირესობას 2015 წელს ჰქონდა, მაშინ შეხვედრა შეიძლება შედგეს. არა მაშინ, როდესაც დაპირებებს გასცემენ, არამედ მაშინ, როდესაც მათი უფლებების აღდგენა მოხდება, მაშინ შეიძლება სამიტი გაიმართოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

პიტერ სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე უნგრეთის მოლოდინების შესახებ ინფორმაციას ფლობს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო