ირაკლი ღარიბაშვილი - საბრძოლო განწყობაა - რთული ვითარებაა, ამიტომ საჭიროა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდად და სტაბილურად განვითარება გაგრძელდეს, საფრთხეები და რისკები არსად წასულა

საბრძოლო განწყობაა - რთული ვითარებაა, ამიტომ საჭიროა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდად და სტაბილურად განვითარება გაგრძელდეს, საფრთხეები და რისკები არსად წასულა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა, სადაც მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საჭიროა მობილიზება და ხელისუფლების ხელისუფლების მტკიცედ ყოფნა.

„ძალიან მაგარი განწყობაა, საბრძოლო განწყობაა. მთავარი მიზანია პარტია მივიდეს ძალიან ძლიერად მობილიზებული არჩევნებისთვის და ძლიერად გავიმარჯვოთ. ეს არის მთავარი გზავნილი.

ასევე, გავუზიარე ჩემი შეფასებები მიმდინარე მოვლენებზე, რაც საქართველოში და არა მარტო - მთელ მსოფლიოსა და რეგიონში ხდება. ძალიან რთული ვითარებაა, ამიტომ საჭიროა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდად და სტაბილურად განვითარება გაგრძელდეს. საფრთხეები და რისკები არსად წასულა. უკრაინაში ომი გრძელდება, ალბათ, დიდხანს გაგრძელდება, არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. ამიტომ, საჭიროა მობილიზება, სიფრთხილე და ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მტკიცედ ყოფნა, რომ ქვეყანაში პროვოკაციები არ დავუშვათ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს