ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით ათასობით ესპანელმა აქცია გამართა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით ათასობით ესპანელმა აქცია გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ესპანეთის „სოციალისტური პარტიის“ მხარდამჭერებმა მადრიდში პარტიის შტაბ-ბინასთან აქცია გამართეს და ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს თანამდებობაზე დარჩენისკენ მოუწოდეს.

„პრემიერ მინისტრო, დარჩი, პედრო, დარჩი. ჩვენ შენთან ვართ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, მარია ხესუს მონტერომ პარტიის ფედერალური კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ესპანეთის სასამართლომ პედრო სანჩესის მეუღლის წინააღმდეგ, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი, გამოძიება დაიწყო. პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ დროებით საჯარო მოვალეობების შესრულებას აჩერებდა, რათა გადაეწყვიტა განაგრძობს თუ არა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელობას.

გავრცელებული ინფორმაციით, პედრო სანჩესი გადაწყვეტილებას 29 აპრილს გამოაცხადებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება