გორის მუნიციპალიტეტის მერია და „საქართველოს კარიტასი“ ეკო და აგროტურიზმის განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

გორის მუნიციპალიტეტის მერია და „საქართველოს კარიტასი“ ეკო და აგროტურიზმის განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი მოიცავს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიასა და საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებს.

„შეხვედრას, სადაც პროექტის განხორციელების ეტაპებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად ესწრებოდნენ, გორის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კარიტასის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მოეწყობა ტურისტული ბილიკები, განვითარება ეკო - საგანმანათლებლო და საბანაკე სივრცეები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში კი მოხალისეები იზრუნებენ ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე.

გარდა ეკო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა, პროექტი მდგრადი განვითარების ხელშეწყობით ადგილობრივების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება