„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია - ვერავის მივცემთ საშუალებას, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ახალგაზრდების სახელი გამოიყენოს - ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას და არა -„შავი ფულით“ მოწყობილ რევოლუციებს

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ორგანიზაციის გვერდზეა განთავსებული.

როგორც განცხადებაში წერია, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„29 აპრილს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ყველას გელოდებით ფილარმონიასთან!

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება. ვიკრიბებით ფილარმონიასთან და 18:00 საათზე, მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტის სასახლისკენ, სადაც მონაწილეობას მივიღებთ ღონისძიებაში - მამული, ენა, სარწმუნოება!

ერთად ვუთხრათ კი: გამჭვირვალობას; საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას; ქვეყნის მშვიდობიან, ევროპულ განვითარებას; ტრადიციულ ეროვნულ და ნამდვილ, ევროპულ ღირებულებებს.

ერთად ვუთხრათ არა: „შავი ფულით“ მოწყობილ რევოლუციებს; მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას; ლგბტ პროპაგანდას; ნარკოტიკების პროპაგანდას; პოლიციელების შეურაცხყოფას; სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და რადიკალიზმს.

ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ახალგაზრდების სახელი გამოიყენოს.

სამი კვირის განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები აქტიურ, საინფორმაციო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ახლა კი, დადგა დრო ახალგაზრდული მსვლელობითაც ვაჩვენოთ ჩვენი სიმართლე და ილიას გზის ერთგულება.

ახალგაზრდობას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი საქართველოს განვითარებაში. 2024 წლის 29 აპრილიც ამის დადასტურება უნდა იყოს!

შემოგვიერთდით!“ - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს