ტიტე აროშიძე - აბსურდია, თითქოს ხელისუფლება ვინმეს აიძულებს 29 აპრილის საყოველთაო სახალხო შეკრებაში მონაწილეობას, მხარდამჭერთა ჯგუფები თავად გვიკავშირდებიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან", უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე, 29 აპრილს, პარლამენტის წინ დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აბსურდია, თითქოს ხელისუფლება ვინმეს აიძულებს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას.

ტიტე აროშიძის განცხადებით, მხარდამჭერთა ჯგუფები თავად უკავშირდებიან და საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას სთხოვენ.

„ეს არის აბსურდი, ილუზიებში ცხოვრება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, თუკი, დიდი ძალისხმევის შედეგად, მოახერხებენ და შეკრებენ 300-400 ადამიანს პარლამენტის წინ, ეს არის ხელისუფლების შეცვლის საფუძველი. ასე არ ხდება!

29 აპრილს ნახავენ, რეალურად, რას წარმოადგენს ხელისუფლება, რამდენი ადამიანის მხარდაჭერა აქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც დღეს, „ქართული ოცნება" ატარებს, რამდენი ადამიანი ეთანხმება ქართული, ტრადიციული, ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას და ევროპისკენ ღირსებით სვლას.

ხელისუფლებას წარმოადგენს ადამიანთა არმია, ჯარი, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების" რიგებშია და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი სურვილით მოდიან თბილისში, რათა დაესწრონ 29 აპრილის საყოველთაო შეკრებას, სადაც იქნება გაჟღერებული ჩვენი მთავარი მესიჯი - ღირსებით ევროპისკენ“, - აღნიშნულია ტიტე აროშიძის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება