ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ

დღეს „ბათუმობა 2024" აღინიშნება. ბათუმობის საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

"დღევანდელი დღე, ბათუმობის დღესასწაული თანაბრად უხარია დიდსა თუ პატარას, ბათუმელსა თუ ბათუმის სტუმარს.

ყოველი გატარებული დღე ბათუმში არის დაუვიწყარი და ქალაქის თითოეული სტუმარი თავის წილ ბათუმს გულით დაატარებს. განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქი თავისი ისტორიით, სტუმართმოყვარეობით, წარსულით, აწმყოთი და რა თქმა უნდა მომავლით.

ჩვენთვის, ყველასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბათუმელმა იცხოვროს ღირსეულ განვითარებულ, ლამაზ, მოწესრიგებულ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქში. ამისთვის, აჭარის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ.

ბათუმმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის თუ ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით. ბათუმი უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა, როგორც ევროპის წარმატებული ტურისტული მიმართულება. ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წარმატება გავამყაროთ, კიდევ უფრო ღირსეული და სამართლიანი ქალაქი დავახვედროთ ჩვენს საპატიო სტუმრებს.

მსურს მივულოცო ბათუმის საპატიო მოქალაქეებს და საპატიო ბათუმელებს დღევანდელი აღიარება, ყველა თაობა ვალშია თქვენთან იმ გაწეული შრომისთვის, იმ წვლილისთვის, რაც თქვენ გაქვთ შეტანილი ჩვენი საყვარელი ქალაქის განვითარებაში, მის წინსვლასა და საუკეთესო მხრიდან წარმოჩენაში", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 136 წლისთავთან დაკავშირებით საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო და სპორტული აქტივობები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები იმართება. მათივე ინფორმაციით, დღის ბოლოს გაიმართება საზეიმო გალაკონცერტი სიმფონიური ორკესტრის და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია