იგორ ნარმანია - "რუსული ოცნება“ კიდევ ვერ იაზრებს, რომ რეალური პროტესტი ქუჩაში არ გაჩერდება, ჩვენ არ შევეგუებით იმ რეალობას, რასაც ისინი გვთავაზობენ

„რუსული ოცნება“ კიდევ ვერ იაზრებს, რომ რეალური პროტესტი ქუჩაში არ გაჩერდება. ჩვენ არ შევეგუებით იმ რეალობას, რასაც ისინი გვთავაზობენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ვერც ძალით ჩამოყვანილი ხალხით გააჩერებს პროტესტს და ვერც რკინის ბარიკადები.

„ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იკრიბებიან ადამიანები. ისინი არ აპირებენ, რომ არსებულ რეალობას შეეგუონ, რომელსაც ცდილობენ, რომ შეგვაგუონ. ხვალაც მასკარადის გამართვას აპირებენ ძალით ჩამოყვანილი ადამიანებით, ამით თითქოს ეცდებიან, კიდევ ერთხელ ხელი შეუშალონ თბილისის ქუჩებში რეალურ პროტესტს, თუმცა ვერც ეს, ვერც რკინის ბარიკადები ამას ვერ შეაჩერებს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღესაც იქნება მსვლელობა. ყველა კარგად ხედავს, თუ როგორი შეშინებულები არიან, ვერსად ვერ გადაადგილდებიან სპეცრაზმის და გდდ-ს გარეშე, საკუთარ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომასაც კი ვერ ატარებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ქართველი ხალხი წინაშე მართლები არ არიან“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება