გიორგი ვაშაძე - მთელმა ქვეყანამ იცის, რომ "ქართულ ოცნებას" 29 აპრილს ძალით მოჰყავს ხალხი, აშანტაჟებენ, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ათას უბედურებას კადრულობენ - სიმართლე ეს არის, მარტო არიან დარჩენილი

ღიად ვიტყვი, რომ კომიტეტის დანიშვნა ხელით მართული აქციის პარალელურად, ასევე, პროვოკაციის მცდელობაა “ქართული ოცნების” მხრიდან და ვფიქრობ, რომ ეს კომიტეტის სხდომა უნდა გადადონ - ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ და აუცილებლად კომიტეტის სხდომაზე ვიქნებით, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები აქციაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ იკრიბებიან.

მისივე თქმით, 29 აპრილს, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებაზე ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება.

“საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ, განვითარებისკენ და ამ კანონპროექტით, ეს ყველაფერი იკეტება, იხურება. ამიტომ ყველა უნდა შევიკრიბოთ ყოველთვის, იმისთვის, რომ საქართველომ, ეს ძნელბედობის სიტუაცია გადალახოს. ქვეყანა, ერი ყველა ერთიანია, ვინც არის ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ეს არის ივანიშვილი და მისი რაღაცა მომსახურე პერსონალი, რომელსაც პოლიტიკოსები ჰქვიათ. ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აქციაზე.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ღიად ვიტყვი, რომ კომიტეტის დანიშვნა ხელით მართული აქციის პარალელურად, ასევე, პროვოკაციის მცდელობა არის “ქართული ოცნების” მხრიდან და ვფიქრობ, რომ უნდა გადადონ ეს კომიტეტის სხდომა. ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ და აუცილებლად კომიტეტის სხდომაზე ვიქნებით. ამას თუ არ აკეთებენ, ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ხელით, ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს საზოგადოებაში”, - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ვინც ხვალ შეიკრიბება, იმ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ იზიარებს იმას, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს.

“მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ძალით მოჰყავთ კი არა, ხალხს აშანტაჟებენ, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ათასს უბედურებას კადრულობენ. ეს ხომ მთელმა ქვეყანამ იცის და რანაირად დაიმალება, ეს ამბავი. "მარშრუტკებით", რომ აორგანიზებენ და ისე მოჰყვათ ეს ხალხი, ყველამ იცის, სიმართლე ეგ არის. მარტო არიან დარჩენილები.

დარწმუნებული ვარ, ვინც ხვალ შეიკრიბება, იმ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ იზიარებს იმას, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. ამაში სრულად დარწმუნებული ვარ”, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება