რატი ამაღლობელი - ჩვენს საპროტესტო მოძრაობას ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა

ჩვენს საპროტესტო მოძრაობას - „აპრილის მოძრაობას“ ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა, - ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

„კი ევროპას, არა რუსეთს! ძალა ევროპაშია“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეებთან ერთად გამომსვლელები.

„ჩვენს საპროტესტო მოძრაობას - „აპრილის მოძრაობას“ ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა, საქართველოს გაზაფხული და ჩვენ ვამბობთ - „კი ევროპას, არა რუსეთს! ძალა ევროპაშია!“ - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები პერიოდულად ერთად სკანდირებენ: "საქართველო".

ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილიც შეუერთდა.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება