გიორგი ქადაგიძე - გვინდა 10 ახალგაზრდა ავიდეს სცენაზე დროშით, სულ ესაა ჩვენი მოთხოვნა - მივცეთ 5 წუთი ყველანაირი ჩოჩქოლის, დაპირისპირების გარეშე

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ 10 ახალგაზრდა საქართველოს დროშით ავიდეს საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილ სცენაზე, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ საქართველო არის ევროპა.

როგორც აქციაზე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ისინი სამართალდამცველებს 5 წუთს აძლევენ იმისთვის, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან შეათანხმონ.

„ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი. გვინდა 10 ახალგაზრდა ავიდეს დროშით, რომ საქართველოს უნდა ევროპა, საქართველო არის ევროპა და ეს დროშა საპირისპირო მხრიდან გადმოკიდონ, სულ ესაა ჩვენი მოთხოვნა. ამიტომ, მივცეთ 5 წუთი ყველანაირი ჩოჩქოლის, დაპირისპირების გარეშე. დაუკავშირდით უფროსობას. ყველანაირი ესკალაცია მორჩება, არანაირი პრობლემა აღარ იქნება. 10 ახალგაზრდა გვინდა, რომ ავიდეს სცენაზე დროშებით“,-განაცხადა ქადაგიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება