ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს.

„გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ!

მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი, რომელსაც რვა ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ქვეყანაში სტაბილურად მზარდი ეკონომიკის შენარჩუნების მომხრე ვრჩები, რასაც ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული დიალოგის შედეგით მივაღწიეთ. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ქართული საზოგადოების წევრი ვთვლი, რომ საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მდგრადი ბიზნესისა და ევროპული კურსის შენარჩუნება, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესი ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობს პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უმარტივებს ქვეყნის ეკონომიკაში გრძელვადიანი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ბოლო წლების ერთერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება, როდესაც რუსული წარმოშობის კომპანია სრულად იქნა გამოსყიდული ჩვენს მიერ და ამ სრულად ქართულმა კომპანიამ ეროვნულ ბანკთან, ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით და საქართველოს ორი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის დახმარებით 65 მილიონი ლარის მოცულობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები განათავსა და აღნიშნული ობლიგაციები კი ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, ზემოთ ხსენებული ურთულესი ფინანსური ტრანზაქციის გარანტია კი სწორედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი უსაფრთხო ბიზნეს გარემო და განვითარების სტაბილური ევროპული კურსი გახლდათ.

მე როგორც ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი, რომლის ყველაზე მსხვილი კომპანიები რეგილირებულია სახელმწიფოს, მიერ გაცემული ლიცენზიებით, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს საქმიანობის აბსოლუტურ გამჭვირვალობას, როგორც ფინანსური და მარეგულირებელი ინსტიტუტებისთვის, ასევე საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც”, - ნათქვამია განცხადებაში.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო