ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილს უნდა, რომ სპეცრაზმით, „დუბინკით“ გაიტანოს ეს კანონი, რაც არ გამოვა

სამწუხაროა, რომ კონტრაქციას უწყობენ ახალგაზრდებს - შვილებს უპირისპირებენ მშობლებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, აჩვენებს იმას, რომ მათ აქვთ კონკრეტული დავალება.

„სამწუხაროა, რომ კონტრაქციას უწყობენ ახალგაზრდებს. შვილებს უპირისპირებენ მშობლებს. საჯარო მოხელეების, მთავრობის წევრების, პარლამენტარების შვილებიც არიან აქ. რატომ? ეს არის ეროვნული საკითხი - არა რუსულ კანონს და კი ევროკავშირს! ევროპა საქართველოსთვის ნიშნავს ეკონომიკურ კეთილდღეობას, განვითარებას და პერსპექტივას, ეს ისტორიული არჩევანი საქართველოს აქვს გაკეთებული. სპეცრაზმით, დაპირისპირებით, ივანიშვილს რომ უნდა „დუბინკით“ გაიტანოს ეს კანონი, არ გამოვა. ამ ახალგაზრდებს ვერ დაამარცხებენ.

აქ დგას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მომხრე ან ისეთები, რომლებსაც პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ. ამ ადამიანებს არ უნდათ, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია იყოს. ამ ხალხს უნდა ევროპა. ამიტომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ერთადერთ რამეს ამჟღავნებს - მათ აქვთ კონკრეტული დავალება. თუ ასე არ არის, მოვუწოდებ, გაიტანონ უკან ეს კანონი. 5 თვეშია არჩევნები და ხალხს მისცენ გადაწყვეტილების მშვიდად მიღების შესაძლებლობა. თუ უნდათ არჩევნების შემდეგ ჩაატარონ რეფერენდუმი, ან თქვან - „ეს არის ჩვენი მთავარი ხაზი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება