ლევან ბეჟაშვილი - არსაიდან გაჩნდნენ რობოკოპები, წყლის ჭავლის მანქანები, გაზი გაუშვეს, ცდილობენ ვითარების გამწვავებას, მაგრამ ეს ხალხი სულ სხვა სულისკვეთებითაა მოსული - ამ ხალხს ვერავინ მოერევა

რეალური სულისკვეთება და რეალური ხალხის აზრი სუფევს აქ, ეს შეუჩერებელი პროცესია, ამ ხალხს ვერავინ ვერ მოერევა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პროცესის გამწვავების გზით მიდის, რადგან მისთვის მშვიდობიანი დემონსტრაცია მიუღებელია.

„აბსოლუტურად გაუგებარია, მრავალ ათასიანი მიტინგი ვნახეთ ჩვენ, აბსოლუტურად მშვიდობიანი და უცბათ, არსაიდან გაჩნდნენ რობოკოპები, გაზი გაუშვეს, წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. პირდაპირ გამწვავებაზე მიდიან იმიტომ, რომ მათთვის მშვიდობიანი დემონსტრაცია მიუღებელია.

ცდილობენ ვითარების გამწვავებას განსაკუთრებით ხვალინდელი კონტრაქციის წინ, მაგრამ ეს ხალხი მერწმუნეთ, სულ სხვა სულისკვეთებითაა მოსული. ეს ის ხალხი არ არის, ვისაც ხვალ ჩამოიყვანენ ნაძალადევად სამსახურიდან გაშვების შიშით“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე