ნინო ლომჯარია - რა "არასანქცირებული" მიტინგი? - ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს

რა "არასანქცირებული" მიტინგი? - ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს ტექსტი, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც თბილისის მერიის პარლამენტის შენობასთან მყოფ აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, საქართველოს კანონმდებლობა შეკრების ნებართვას საერთოდ არ ითვალისწინებს. „რა “არასანქცირებული” მიტინგი?, საქართველოს კანონმდებლობა შეკრების ნებართვას საერთოდ არ ითვალისწინებს. “несанкционированный митинг”- ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს ტექსტი „,- წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, თბილისის მერია პარლამენტის შენობასთან მყოფ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ "თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა". მერიის განცხადებით, აქციის იმ მონაწილეების, შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება