აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის გარღვევა სცადა, სამართალდამცავების მიმართულებით კი სხვადასხვა საგნები, მათ შორის წყლის ბოთლები ისროლა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, მომიტინგეთა ერთ ჯგუფსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველს მიმართავდნენ შემდეგი რეპლიკით: "მონებო". ამასთან, ისინი პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის გარღვევას შეეცადნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს მათ შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნები ისროლეს, მათ შორის წყლის ბოთლები. ასევე, აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან უსაფრთხოების მიზნით განლაგებული რკინის ჯებირები წააქციეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება