Reuters - საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

ათასობით ქართველმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართა „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციისა და დასავლეთის ქვეყნების განცხადებით, რუსეთის მიერაა შთაგონებული, - ასე ეხმაურება Reuters-ი პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციას.

“ევროკავშირმა და დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტმა შეიძლება შეაჩეროს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, რომელმაც საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“, - წერს სააგენტო.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ France 24-ი და „ფრანს-პრესიც“ და წერენ, რომ საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.

გამოცემები წერენ, რომ მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ იმ კანონის მიღების გეგმის განახლების შემდეგ, რომელიც, "კრიტიკოსების აზრით, რუსეთის კანონმდებლობას ჰგავს და რომელიც განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება".

„დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს ოფიციალური კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მაგრამ, ბრიუსელმა განაცხადა, რომ სანამ წევრობის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება, თბილისს მოუწევს სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, პრესის თავისუფლების გაუმჯობესება და ოლიგარქების ძალაუფლების შეზღუდვა. საქართველოს, რომელიც ოდესღაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის წამყვანი ლიდერი იყო, ბოლო წლებში დემოკრატიული უკანდახევის გამო აკრიტიკებენ“, - წერენ „ფრანს-პრესი“ და France 24-ი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება