გიორგი ვაშაძე - კომიტეტი კონტრაქციის პარალელურად, სადაც იძულებით ჩამოჰყავთ ხალხი, არის პირდაპირი პროვოკაციის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან - ჩვენ დავაყენებთ კომიტეტის სხდომის გადადების საკითხს

ჩვენ დავაყენებთ კომიტეტის სხდომის გადადების საკითხს, იმიტომ, რომ კომიტეტი კონტრაქციის პარალელურად, სადაც იძულებით ჩამოჰყავთ ხალხის, არის პირდაპირი პროვოკაციის მცდელობა „ქართლი ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის ნებაა, რომ „რუსული კანონი“ არ იქნას მიღებული და საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა გააგრძელოს.

„თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ საკომიტეტო განხილვები ბუნებრივ გაღიზიანებას იწვევს საზოგადოებაში.

ამასთან, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა 100 000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც გუშინ თბილისში შეიკრიბა. ხალხის ნება არის, რომ „რუსული კანონი“ არ იქნას მიღებული და საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა,“ -განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება