ლაშა ტუღუში - თუ დაგვცალდა, ვაპირებთ კომიტეტის სხდომაზე ვთქვათ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, რადგან ის ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე

ჩვენ [კომიტეტზე] ვაპირებთ იმის თქმას, რომ პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ეს დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ქვეყნის მომავალს და ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ჩანს არა მხოლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სულისკვეთებაში, არამედ მისი მუხლებიც "ამფეთქებელი დესტრუქციული იდეებით არის გამსჭვალული".

„ჩვენ ვაპირებთ იმის თქმას, რომ პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ უნდა მიღოს, იმიტომ, რომ ეს დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ქვეყნის მომავალს და ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე. რა თქმა უნდა, ეს კარგად ჩანს არამარტო კანონპროექტის სულისკვეთებაში, არამედ მისი მუხლებიც არის გამსჭვალული სწორედ ასეთი ამფეთქებელი დესტრუქციული იდეებით. ჩვენ თუ დაგვცალდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიტყვით [კომიტეტზე],“ - განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება