მიხეილ დაუშვილი - ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსახლეობას შესთავაზონ სპექტაკლი იმისათვის, რომ „ოცნებამ" საკუთარ მიზანს მიაღწიოს „ნაცმოძრაობის“ გამოყენებით - ამ შინაარსობრივ განხილვას დღეს აზრი არ აქვს, გადავწყვიტეთ დავტოვოთ ის

ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსახლეობას შესთავაზონ არა შინაარსობრივი განხილვა, არამედ სპექტაკლი იმისათვის, რომ „ოცნებამ" საკუთარ მიზანს მიაღწიოს „ნაცმოძრაობის“ გამოყენებით - ამ შინაარსობრივ განხილვას დღეს აზრი არ აქვს, გადავწყვიტეთ დავტოვოთ ის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის „ე.წ განხილვას, რომელშიც არანაირი შინაარსი არ არსებობს“.

„ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ „ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ სპექტაკლს, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს. რამდენჯერმე ვითხოვე სიტყვა, როგორც კომიტეტის წევრმა. ნაცვლად იმისა, რომ სხდომის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრებისთვის მიეცა საშუალება იმისათვის, რომ პროცედურულ თუ შინაარსობრივ საკითხზე აზრი დაეფიქსირებინათ, ამის ნაცვლად, ყველაფერს აკეთებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალაპარაკოს. იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას შესთავაზონ არა შინაარსობრივი განხილვა, არამედ სპექტაკლი იმისათვის, რომ „ოცნებამ“ საკუთარ მიზანს მიაღწიოს „ნაცმოძრაობის“ გამოყენებით და დახმარებით. საბოლოოდ, უნდა გვესმოდეს რომ „ოცნების“ მიზანი არ არის შინაარსობრივი განხილვა. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, თან იმის ფონზე, რომ ათობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ ღიად არაერთხელ უთხრა „ოცნებას“, რომ ეს კანონი კი არ უნდა გადადოს ან გაახანგრძლივოს, არამედ უნდა გაიწვიოს, თან სამუდამოდ. ამის მიუხედავად აგრძელებენ ე.წ. განხილვას, რომელშიც არანაირი შინაარსი არ არსებობს, რომელშიც „ოცნების“ ერთადერთი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება და მათ შორის ამისთვის ამ კანონის გამოყენება. მათი მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ამ კანონის მიღებაა. მათ შორის ამოცანა ისაა, რომ ევროპული გზიდან გადაუხვიონ. ამიტომ, ვინაიდან ამ შინაარსობრივ განხილვას დღეს აზრი არ აქვს, გადავწყვიტეთ დავტოვოთ ეს კონკრეტული საკომიტეტო განხილვა“,- განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება