თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - გამჭვირვალობა არ არის ლეგიტიმური მიზანი, შემზღუდველი ნორმების მისაღებად - თქვენ  ხელისუფლების დაკარგვის გეშინიათ - ეს არის რუსული კანონის მიზანი

რომელი სახელმწიფო უწყების ჩავარდნილი მუშაობის გამო გახდა დამატებითი და არასაჭირო რეგულაციების შემოღება? თქვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ასაბუთებს არსებული საკანონმდებლო ბაზის ნაკლოვანებას,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

მისი შეფასებით, ამ კანონის მთავარი მიზანი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად გამოდის ქუჩაში იმიტომ, რომ არ სურს ამ კანონის მიღება და თქვენ პარლამენტის წევრებს იმის შესაძლებლობასაც არ გვაძლევთ, რომ კითხვები დავსვათ? მიუხედავად იმისა, რომ პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის რეალური მიზანი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების შეზღუდვა, მათი სტიგმატიზაცია, მათი საქმიანობის დელეგიტიმაციაა, სწორედ, ამიტომ არის ჩვენი გადმოსახედიდან ეს რუსული კანონი და ასე იმიტომ ხედავს საქართველოს მოქალაქე ამ კანონს. მიზანი და შედეგი რომლის მიღწევაც გსურთ, არის იდენტური იმ მიზნისა და შედეგისა, რომლის მიღწევასაც ცდილობს რუსული კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, არ მიუთითებს დასაბუთებულ კონკრეტულ რისკებზე, რომელიც ეხება არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციების რაიმე კონკრეტულ მონაწილეობას დანაშაულებში. შესაბამისად, როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია ნათქვამი. გამჭვირვალობა არ არის ლეგიტიმური მიზანი, შემზღუდველი ნორმების მისაღებად. თქვენ გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია და ხელისუფლების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, უნდა შეზღუდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა - ეს არის რუსული და თქვენი კანონის მიზანი. რომელი სახელმწიფო უწყების ჩავარდნილი მუშაობის გამო გახდა დამატებითი და არასაჭირო რეგულაციების შემოღება? თქვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ასაბუთებს არსებული საკანონმდებლო ბაზის ნაკლოვანებას, არაეფექტურობას ან ხარვეზებს, რაც ახალი ზომების შემოღებას გაამართლებდა. ხელისუფლების დაკარგვის შიშის გარდა, რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს, რომელსაც ათიათასობით მოქალაქე ეწინააღმდეგება?!“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება