ენტონი ბლინკენი ისრაელში, იორდანიასა და საუდის არაბეთში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, მძევლების გათავისუფლების საკითხზე შეთანხმების მიღწევისა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამ კვირაში ისრაელში, იორდანიასა და საუდის არაბეთში ჩავა.

„სახელმწიფო მდივანი განიხილავს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს, რომელიც უზრუნველყოფს მძევლების გათავისუფლებას. ის ასევე განიხილავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ზრდას და ხაზს გაუსვამს ამ ზრდის შენარჩუნების მნიშვნელობას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა, რომელმაც ბლინკენის საუდის არაბეთში ვიზიტის გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ენტონი ბლინკენი შეხვდება საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს და რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებთანაც ღაზის სექტორის მომავალს განიხილავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკელი დიპლომატი ისრაელსა და იორდანიაში გაემგზავრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს