პეტრე ცისკარიშვილი - არ გაქვთ ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციაში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ - უთხარით მტკიცე უარი რუსულ მარშში მონაწილეობაზე!

დღევანდელ აქციაზე ძალით ჩამოყვანილ ხალხს მინდა მივმართო - თქვენ არ გაქვთ არანაირი ვალდებულება, რომ მონაწილეობა მიიღოთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციაში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ. უთხარით მტკიცე უარი მათ რუსულ მარშში მონაწილეობაზე! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია ხელოვნურია და საზოგადოებას აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით უარის თქმას მოუწოდებს.

„დღევანდელ აქციაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, ის არის „ქოცების“ აქცია და იმ აქციაში მონაწილე ადამიანებს, ვისაც აიძულებენ დღეს იქ ყოფნას, მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ თუ ჯერ ავტობუსში არ ჩამსხდარხართ, უარი უთხარით სხვადასხვა მიზეზებით, ან პირდაპირ მტკიცე უარი მიახალეთ „ქოცებს“ და უთხარით, რომ არ გცალიათ და ეს არ არის ის ადგილი, სადაც თქვენ უნდა იყოთ და იღებდეთ მონაწილეობას ამ ხელოვნურ, ე.წ. აქციაში, სინამდვილეში რუსულ მარშში. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ხელფასს რომ გიხდიან ბიუჯეტიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ოცნება“ ან ივანიშვილი გიხდით, ან მდინარაძე, ან კობახიძე. ეს ხელფასი თქვენ გეკუთვნით, რადგან მუშაობთ საჯარო სამსახურში და ბიუჯეტს ვავსებთ ჩვენ ყველა, მთელი საქართველო და ეს არ არის „ქოცების“ ბიუჯეტი, ამიტომ არანაირი ვალდებულება არ გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ მათ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციებში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება