ენტონი ბლინკენი - ღაზაში ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაზე ეფექტური გზა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა

ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში ზომიერი პროგრესი არსებობს, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაზე ეფექტური გზა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა.

ბლინკენმა რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ირანი რეგიონში არასტაბილურობის ყველაზე დიდი წყაროა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, ბოლო რამდენიმე თვის მოვლენებმა აჩვენა, რომ წინ ორი შესაძლო გზა არსებობს - ერთ-ერთი გაყოფილია უთანხმოებით, ნგრევით, ძალადობით და მუდმივი დაუცველობით, თუმცა საუდის არაბეთში მისმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ რეგიონში გაცილებით მეტი ერია დაინტერესებული მეორე გზით და ეს გზა არის უფრო მეტი ინტეგრაციის, მეტი უსაფრთხოების, მეტი მშვიდობის გზა.

„ბევრ ჩვენგანს სურს ამ გზას გაჰყვეს”, - აღნიშნა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში დღეს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ პრინც ფაიზალ ბინ ფარჰან ალ-საუდს, ისაუბრებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ერ-რიადში და ასევე შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს და სხვა რეგიონულ წარმომადგენლებს. ამერიკელი დიპლომატი საუდის არაბეთის შემდეგ ისრაელსა და იორდანიაში გაემგზავრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს